Showing 1–12 of 403 results

საკისრები ონლაინ — 400-ზე მეტი პოზიცია
IESCO-ს მაღაზიაში იპოვით ღრმა ღარიან ბურთულიან, ცილინდრულ და კონუსურ გორგოლაჭიან, სფერულ, ნემსისებრ და ღერძულ საკისრებს. ძირითადი ბრენდია KOYO (JTEKT), ასევე მარაგშია SKF, NSK, INA და FAG-ის ცალკეული პოზიციები. ყველა საკისარზე მითითებულია ტიპი და შიდა დიამეტრი, რომ არჩევანი ერთი შეხედვით გაიოლდეს.
როგორ შეარჩიოთ საკისარი

მარკირებით — თუ ძველ საკისარზე აღნიშვნა იკითხება (მაგ. 6205 2RS, 30206, NU2209E), უბრალოდ ჩაწერეთ ძებნაში.
ზომებით — შიდა დიამეტრი × გარე დიამეტრი × სიგანე. აღნიშვნის ბოლო ორი ციფრი ×5 შიდა დიამეტრს იძლევა (6205 → 25 მმ), 00/01/02/03 კი 10/12/15/17 მმ-ს.
დალუქვით — ZZ (ლითონის დამცავი) მშრალი გარემოსთვის, 2RS (რეზინის სალტე) მტვრისა და ტენისგან დასაცავად.
ღრეჭოთი — C3 მაღალი ტემპერატურისა და დატვირთვის პირობებში მუშაობს უკეთესად.

თუ აღნიშვნა წაშლილია, მოგვიტანეთ ძველი საკისარი ან გამოგვიგზავნეთ ფოტო — შესატყვისს წუთებში შევარჩევთ. კომპრესორისა და ელექტრო ძრავის საკისრის გამოცვლა ჩვენს სერვის ცენტრში გარანტიით სრულდება.