Showing 1–12 of 94 results

ელექტრო ძრავები (მატორი, ძრავა) — IESco-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. გთავაზობთ WAT და VOLT-ის პრემიუმ ბრენდის ასინქრონულ ელექტრო ძრავებს — ერთფაზა და სამფაზა, 250 ვატიდან 355 კილოვატამდე.

ასინქრონული ელექტრო ძრავები VOLT და WAT — ერთფაზა (220 V) და სამფაზა (380/400 V), 1000, 1500 და 3000 ბრ/წთ, IE2–IE4 ეფექტურობის კლასებით. გამოიყენება სატუმბ სადგურებში, ვენტილაციაში, კონვეიერებში, კომპრესორებსა და საწარმოო დანადგარებში.

რა უნდა იცოდეთ შერჩევამდე:

სიმძლავრე (კვტ) და ბრუნთა რიცხვი — 2 პოლუსი ≈ 3000 ბრ/წთ, 4 პოლუსი ≈ 1500 ბრ/წთ, 6 პოლუსი ≈ 1000 ბრ/წთ.

დამაგრება — B3 (ფეხებზე), B5 და B14 (მილტუჩით). მილტუჩები ცალკეც გვაქვს მარაგში.

ფრეიმი და ლილვის დიამეტრი — ძველი ძრავის ჩანაცვლებისას სწორედ ეს განსაზღვრავს თავსებადობას.

ცვლადი დატვირთვის რეჟიმში ძრავას სიხშირული ინვერტორი დაუწყვილეთ — ელექტროენერგიის ხარჯი მნიშვნელოვნად მცირდება. ძრავების შეკეთებასა და გადახვევაზე იხილეთ IESCO-ს სერვისი: iesco.ge/service